გამოგვიწერეთ

რაგბი

პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დავიწყეთ

გააზიარეთ

7 თებერვალს ძიუდოისტთა წლის პირველი გრანდ სლემი პარიზში დაიწყო. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველი დღე ძალიან ცუდი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის. ტატამიზე ოთხი მათგანი გავიდა და მედლებისთვის ბრძოლას ყველა გამოეთიშა.

ყველაზე უკეთ თორნიკე გიგაურმა (66 კგ) იასპარეზა, ვინაც ჯერ ჰონგ-კონგელი ვინგ ეიანგი დაამარცხა, შემდეგ ჩინელი ჟანგ სუე, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ რუსლან ფაშაევთან დამარცხდა.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა დათმო ვაჟა მარგველაშვილმა; პირველივე ბრძლა წააგო 73 კგ-ში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძემ, ხოლო ამავე წონაში ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს ჩაეხსნა. სავარაუდოდ, ტრავმის გამო.

ხვალ საქმეში 81, 90, 100 და მძიმე წონის ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ქალთა შორის პარიზში მონაწილე არ გვყავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად რაგბი