გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პარი სენ-ჟერმენმა მოიგო და გალიდერდა

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ ლილის დაუხვდა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-13 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა; ოქროს ბურთის მფლობელმა 63-ე წუთზე მეორეც შეაგდო; საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელმა, ბრედლი ბარკოლამ დააფიქსირა.

ხვიჩამ მოედანზე 62 წუთი გაატარა. ვერ ვიტყვით, რომ კარგი თამაში ჰქონდა და ექსპერტთა შეფასებებიც ამაზე მეტყველებს. თუმცა, შეგახსენებთ, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში სამი გოლი და სამი საგოლე აქვს.

პსჟ 42 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ მეორე ადგილზე მყოფ ლანსს ამ ტურში სათამაშო აქვს. პსჟ-ს უახლოესი მატჩი 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები