გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

პირველი დღე ორ-ორი ლიდერით

გააზიარეთ

თბილისის ბილტმორში დაიწყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.

ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის მიმდინარეობს. თუმცა, ვაჟთა შორის ორი ქალბატონიც არის – ნანა ძაგნიძე და სოფიკო ნიკოლაძე.

პირველ სათამაშო დღეს ოთხი ტურის პარტიები გათამაშდა.

ვაჟთა შორის 3.5-3.5 ქულით ლუკა პაიჭაძე და ლევან ფანცულაია დაწინაურდნენ და ხვალ ერთმანეთს ხვდებიან. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება გიგა ყუფარაძე, რომლის მეტოქე ვეტერანი ზურაბ სტურუა იქნება.

ქალთა შორის ლიდერებსაც 3.5-3.5 ქულა აქვთ – ცხრილის სათავეში ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი არიან. ხვალ ლიდერების მატჩში თეთრებით ხოტენაშვილი იქნება. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან მერი არაბიძე და ინგა ხურცილავა. მათი მეტოქეები 2.5 ქულის მქონე ანასტასია კირთაძე და მარიამ ცეცხლაძე იქნებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჭადრაკი