გამოგვიწერეთ

კალათბურთი

პირველი ვარჯიში და პირველი კომენტარები

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიასთან მატჩისთვის ემზადება.

თბილისიდან კოპენჰაგენში ჩასულ ექვს კალათბურთელს თორნიკე შენგელიას გარდა ყველა ლეგიონერი დახვდა და ალეკსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო. დანიასთან მატჩამდე ჯიკიჩს სამი სრულყოფილი ვარჯიში აქვს მოსამზადებლად და არც ერთ მათგანში არ იქნება თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანი 26 თებერვალს, ბოლო ვარჯიშის დღეს ჩამოვა და გუნდთან ერთად მხოლოდ მატჩის დღეს, ეგრეთ წოდებულ შუთერაუნდზე ივარჯიშებს.

თუმცა, შენგელიამ ყველა კომბინაცია და ტაქტიკური მონახაზი ზეპირად იცის და ვარჯიშებზე მის არყოფნაზე მწვრთნელი ნაკრებად დარდობს. მისი საფიქრალი უფრო გუნდის ახალი წევრების მზადყოფნაში მოყვანა, გუნდთან მათი შეთამაშება და სათამაშო კომპონენტებში ჩართვაა. პირველი ვარჯიშიც სწორედ ამ თემებს დაეთმო.

მოახლოებული თამაშების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დუდა სანაძემ და ბექა ბურჯანაძემ გააკეთეს.

დუდა სანაძე:

„დანიაში პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. თორნიკე შენგელიას გარდა, ყველა გუნდშია და ჯანმრთელადაა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ბრძოლას არ ვწყვეტთ, ჩვენთვის ფინალის ტოლფასი მატჩებია და ორივე თამაშის მოგებაა გეგმა მინიმუმი, რომ მომდევნო მატჩებზე შემდეგ ვიფიქროთ“.

ბექა ბურჯანაძე:

„საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. კიდევ ორი დღე დაგვრჩა მაქსიმალურად კარგად მოსამზადებლად. 26-ში თორნიკე შენგელიაც შემოგვიერთდება და სრული შემადგენლობით ვიქნებით. დანიის ნაკრებს ერთი-ორი წამყვანი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე მოგებული გვაქვს თამაში. აქ, როცა პირველად ვითამაშეთ, ბევრი წუთი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ. ასე, რომ 40-წუთიანი კონცენტრაცია გვმართებს, მოტივაციაზე აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს ნამდვილად გვაქვს. შტაბის მითითებებს 100%-ით თუ შევასრულებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი