გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პოლონელი ქომაგი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გააზიარეთ

ევროპის ლიგის ფლეი ოფის მატჩის შემდეგ, რომელშიც იბერია 1999 პოლონურ იაგელონიას (1:2) მასპინძლობდა, ინციდენტი მოხდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები იმ ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც მათი ქომაგები ისხდნენ და მათთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ. თუმცა, ზეიმი მალევე ჩაიშალა, რადგან ერთი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანება მიიღო.

როგორც ირკვევა, დაშავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და თავი ვერ შეიკავა. ქართველი ექიმების დროული ჩარევით პოლონელი ქომაგი გადარჩა, მაგრამ მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები