
საქართველოს ქალთა ნაკრები, ხვალ ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 22 თებერვალს მასპინძელთა გუნდთან რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის მეორე თამაშს გამართავს.
გოგონებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში შარშან ნოემბერში გამართეს და რუმინეთს სტუმრად დიდი ანგარიშით, 43:0 სძლიეს. თუმცა, სამწვრთნელო შტაბს ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე გადანაცვლება მოუწია. რუმინეთთან მატჩის შემდეგ დაგვაკლდა ერთადერთი ლეგიონერი, ესპანეთში მოთამაშე ირმა გულიაშვლი, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. პირადი მიზეზების გამო ხორვატებთან ვერ ითამაშებს სალომე საღარაძე.
შედეგად, ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშს ანანო ხაბულიანი იწყებს, ვისაც მგეზავი ანა პოღოსიანი შეუწყვილდება; ცენტრში გადაინაცვლა გუნდის კაპიტანმა თეონა ჩიტაიშვილმა; მარქაფიდან დაწინაურდა და ცენტრში თამაშს იწყებს ნინო მეფარიშვილი; ფრთებზე კვლავ მარიამ ბერანძეს და კირა დანელიას ვიხილავთ; ფულბეკად მანონი საღარაძე დადგება.
უცვლელია შერკინება: პირველ ხაზში თამაშს ანა რურუა, თამარი მანაგაძე და ანა კაპანაძე იწყებენ; მეორე ხაზში ნათია გავაშელიშვილი და ლიკა ხუფენია შეწყვილდებან; მესამე ხაზში სალომე მაკასარაშილი, ნინო წიკლაური და ანა დათიაშვილი გაირჯებიან.
მარქაფიდან თამაშში ჩაერთვებიან მირანდა სააკიანი, ანასტასია ახვლედიანი, ნინო გოგოლიძე, გურანდა ხიჯაკაძე, ლიკა ბჟალავა, ვერო კუნდუხაშვილი, ნინო მელუა და ტატა ბუზალაძე.
მზადების და მოლოდინების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე ამბობს:
„ხორვატებთან სათამაშოდ შეძლებისდაგვარად კარგად მოვემზადეთ. მეტეოროლოგიურმა პირობებმა გარკვეული დროით მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მოგვცა და ჭიდაობის დარბაზში, შეზღუდულ სივრცეში გვიწევდა ვარჯიში. მოედანზე გადასვლის შემდეგ ვმუშაობდით სათამაშო ელემენტების გახსენებასა და დახვეწაზე. აქ აშკარად ჩანს თამაშების ნაკლებობის გავლენა, თუმცა ხორვატებთან წარმატების იმედი მაინც გვაქვს…
მეტოქის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა, ვნახეთ მათი დაახლოებით ორი წლის წინანდელი თამაშის ჩანაწერი ბულგარეთთან. სუსტი გუნდი ჩანს. არ ვიცი რა პროგრესი ქონდათ ბოლო პერიოდში, მაგრამ, ვფიქრობ, მათთან თამაში არ უნდა გაგვიჭირდეს. მთავარია ჩვენ შევძლოთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: მანონი საღარაძე, კირა დანელია, ნინო მეფარიშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, მარიამ ბერანძე, ანა პოღოსიანი, ანანო ხაბულიანი;
შერკინება: ანა რურუა, თამარი მანაგაძე, ანა კაპანაძე, ნათია გავაშელიშვილი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშილი, ნინო წიკლაური, ანა დათიაშვილი;
მარქაფა: მირანდა სააკიანი, ანასტასია ახვლედიანი, ნინო გოგოლიძე, გურანდა ხიჯაკაძე, ლიკა ბჟალავა, ვერო კუნდუხაშვილი, ნინო მელუა, ტატა ბუზალაძე.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 37 წუთი agoჩაკვეტაძე: თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია
გააზიარეთგიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ოდნავ სტაბილური რომ იყოს, ახლა ჩემპიონშიპის ფლეი ოფის ზონაში იქნებოდა. თუმცა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 4 საათის agoმამუ და ბითაძე – მეზობლები ფლეი ოფის ზონაში
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა, ორივემ მოიგო და ორივეს კარგი თამაში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 16 საათის agoეროვნული ლიგის მეორე ტური უგოლოდ დასრულდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი უგოლოდ დასრულდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი