გამოგვიწერეთ

ნაკრები

რაგბი ევროპამ ბორჯღალოსნებს კალენდარი დაუდგინა

გააზიარეთ

რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და ექვსკვირიან მარათონს 15 მარტს მადრიდში დაასრულებს.

ჩემპიონატი 2026 წელსაც შარშანდელი სისტემით გაიმართება. პირველ ეტაპზე რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი 5-8 ადგილებისათვის იბრძოლებენ.

2025 წლის მსგავსად, ბორჯღალოსნები გაისადაც ა ჯგუფში ითამაშებენ და მისი მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იქნებიან. ამჯერად შეიცვლებიან მასპინძელი გუნდები – შვეიცარიასა და ნიდერლანდებს სტუმრად ვეთამაშებით, ესპანეთს კი, თბილისში დავუხვდებით. ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია მოხვდნენ.

ჩემპიონატს შვეიცარიასთან მატჩით 8 თებერვალს, ივერდონში გავხსნით; ნიდერლანდებს 15 თებერვალს ამსტერდამში ვეწვევით; ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში, ესპანეთთან დავასრულებთ.

ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. თითოეული ჯგუფის პირველი და მესამე ადგილოსანი გუნდები საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ, ფინალური შეხვედრები კი, 15 მარტს ერთ ლოკაციაზე, მადრიდში შედგება.

ამრიგად, 2026 წლის თებერვალ-მარტში, ბორჯღალოსნები საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში მხოლოდ ორ თამაშს გამართავენ – ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ნახევარფინალს.

შეგახსენებთ, მანამდე ბორჯღალოსნებს ნოემბრის სამი ტესტ-მატჩი ელით საქართველოში: 8 და 15 ნოემბერს ბათუმში, შესაბამისად აშშ-სა და კანადასთან, 22 ნოემბერს კი, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები