გამოგვიწერეთ

კალათბურთი

რაიკოვიჩი: მამუსთვის იდეალური ოთხი ნომრის პოზიციაა

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოში გადასვლის შემდეგ მაგრად მოუმატა. ჩვენებურს მეტი დროც მიეცა, რასაც ნაყოფიერად იყენებს და გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ამის შესახებ კანადური გუნდის მთავარი მწვრთნელი, დარკო რაიაკოვიჩი საუბრობს.

„მამუ ძალიან უშუალოდ ადამიანია, გუნდში პოზიტიური ენერგია შემოაქვს და ძალიან ბევრს მუშაობს. ყველასთან კარგი დამოკიდებულება აქვს და სხვებსაც უხარიათ მასთან ურთიერთობა. საერთო ჯამში, გუნდს ძალიან კარგად მოერგო.

მისთვის იდეალური ოთხი ნომრის პოზიციაა. თუმცა, თავადაც ხედავთ, რომ ხუთ ნომერზე თამაშიც კარგად შეუძლია, რადგანაც სტაბილური სროლა აქვს, კარგია pick and pop-სას. მის არსენალში ფარქვეს შესვლაცაა, უბრალოდ თავს დახრის, კალათისკენ მიიწევს და მისი შეჩერება რთულია.

მნიშვნელოვანია, რომ სანდროს ფლეიმეიქერის ფუნქციის შეთავსებაც კი შეუძლია, ამის საფუძველი კი ისაა, რომ პირველ პლანზე გუნდურ ინტერესებს აყენებს. საკუთარ სტატისტიკაზე ნაკლებად ფიქრობს და პასის გაცემაზეა ორიენტირებული, ზოგჯერ ზედმეტადაც კი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ ვთვლი, რომ ცენტრის პოზიცია მისთვის ყველაზე კარგია. მძიმე ფორვარდად, ალბათ, უფრო შედეგიანად ითამაშებდა, მეტსაც გეტყვით, ნანახი მაქვს საქართველოს ნაკრების მატჩები, სადაც მამუ სამ ნომერზე ანუ მსუბუქ ფორვარდად თამაშობდა“, – თქვა რაიკოვიჩმა.

მამუკელაშვილს NBA-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 19.5 წუთი, 9.8 ქულა, 4.4 მოხსნა, 1.7 პასი.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი