გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძე: ერთიან ფილოსოფიაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე იაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციას, რომელიც წლებია დანერგილია ასაკობრივი ნაკრები გუნდების დონეზე.

ალექსანდრე იაშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი სათამაშო კონცეფციის პროექტის მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასაკობრივ ნაკრებებს შორის გადასვლას ამარტივებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ბოლო ოთხწლიან ციკლს მოიცავდა.

„2021-25 წლებში გაწეული სამუშაოს პრეზენტაცია წარვადგინე – რას და რატომ ვაკეთებდით, რა ნაკლოვანებები გვქონდა და რისი გამოსწორება შეიძლება. ამ პერიოდში ბევრი დადებითი იყო – ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება აუცილებელია.

ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და ეს ძალიან კარგია. საბოლოოდ, გვინდა, ერთიან სანაკრებო კონცეფციასა და ფილოსოფიაზე ჩამოვყალიბდეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განვლილი წლების წარმატებები გავაგრძელოთ, განვავითაროთ და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც ფედერაციაში გვაქვს დასახული.

მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივ ნაკრებში მოსულმა ფეხბურთელმა იცოდეს ის მენტალური მხარე, წესები და საფეხბურთო ფილოსოფია, რომელსაც გვინდა, საბოლოოდ მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ასეც იქნება“, – განაცხადა სვანაძემ.

მთავარ მწვრთნელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავარი მწვრთნელების ასისტენტებმა და ნაკრები გუნდების ანალიტიკოსებმა.

ერთიანი სანაკრებო სათამაშო კონცეფციის პროექტის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები