გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

რატომ ჩაიშალა ოსიმენის ტრანსფერი არაბეთში

გააზიარეთ

ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი გალათასარაის რიგებში გაატარა და საკმაოდ წარმატებითაც – თურქულმა გუნდმა კვლავ შეძლო ჩემპიონატის მოგება.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად ოსიმენის გარშემო ჭორები მომრავლდა – იყო ვარაუდი, რომ აფრიკელი ფეხბურთელი ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობებოდა და საუდის არაბეთს მიაშურებდა, რის შანსებსაც ალ ჰილალის მხრიდან ინტერესიც ზრდიდა.

როგორც ირკვევა, ალ ჰილალთან ოსიმენის მოლაპარაკებები კრახით დასრულდა, მიზეზი კი ფინანსური საკითხი იქცა – ოსიმენის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადასახდელად არაბული გუნდებიც კი არ არიან მზად.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ოსიმენი ევროპულ ფეხბურთში დარჩება, თუმცა ძნელია ვარაუდი, რომელი კლუბი გაიფორმებს მას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ტრანსფერები