
არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემების წინაშე დგას. კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა რეი პარლოუმ ინტერვიუში აღიარა, რომ ეს „სერიოზული სანერვიულო თემაა“, რადგან ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალი პარი სენ ჟერმენს ეთამაშება – ევროპის მოქმედ ჩემპიონს. მთავარი კითხვა კი ისაა, როგორ გაართმევს თავს მიკელ არტეტას გუნდი დაცვით პრობლემებს და როგორ შეაჩერებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბს.
არსენალმა პრემიერლიგის ტიტული 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, ახლა კი, ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს და მთელი ყურადღება ამ მატჩზე აქვს გადატანილი. არსენალს ბუდაპეშტში ისტორიის დაწერის შანსი აქვს. თუმცა, პსჟ-ს დამარცხება ძალიან რთული იქნება.
არტეტას გუნდს ჰყავს ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ბუკაიო საკა და ვიქტორ გიოკერეში, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ მეტოქის შემადგენლობაში თამაშობენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე, ახალგაზრდა ვარსკვლავი დეზირე დუე და ქართველი ჯადოქარი ხვიჩა კვარაცხელია.
ბოლო პერიოდში ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდა ტიმბერი და ბენ ვაითი, რის გამოც მარჯვენა მცველის პოზიციაზე არსენალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
პარლოუს ჰკითხეს, როგორ უნდა გაუმკლავდეს არსენალი კვარაცხელიას:
„ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ბოლო წლებში მინახავს. ბურთთან ერთად საოცარია, შიგნით ჭრის, ქმნის მომენტებს – ამიტომ ეს ნამდვილად სანერვიულოა“.
პარლოუმ ასევე აღნიშნა, რომ ტიმბერი დიდხანს იყო ტრავმირებული, მისი პირდაპირ ფინალში დაბრუნება ძალიან რთული იქნება:
„როდესაც ტრავმის გამო ამდენ თამაშს ტოვებ, უცებ დაბრუნება და იდეალურად თამაში მარტივი არ არის. სწორედ ეს იქნება არსენალის მთავარი პრობლემა“.
პარლოუს აზრით, ვინც არ უნდა ითამაშოს მარჯვენა მცველად, გუნდი მაინც უფრო დაცვაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. სავარაუდოდ, არტეტა უფრო ორგანიზებულ და ფრთხილ დაცვას აირჩევს, რათა პსჟ-ს კონტრშეტევებზე სივრცეები არ დაუტოვოს:
„მცველები შეტევაში ალბათ ხშირად აღარ წავლენ. მათ უფრო დაცვითი როლი ექნებათ, რადგან ყველამ იცის, რამდენად საშიშია კვარაცხელია ერთ-ერთზე თამაშში“.
შეგახსენებთ, პსჟ-არსენალის მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 20 საათის agoმამუ და გოგა ახალი სეზონისთვის ემზადებიან
გააზიარეთNBA-ში მორიგი სეზონის წინ გუნდები გამალებით ემზადებიან. უცხო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 1 დღის agoვილიარეალმა მოგება გაიხსენა, მიქაუტაძემ – გოლი
გააზიარეთჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო და ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. გოლი ყველა მატჩში გავიდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoავთანდილ ასათიანი: ოცნებისკენ გზას ვიწყებთ
გააზიარეთ14 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი