გამოგვიწერეთ

რაგბი

რვა ქართველი მსაჯი ევროპულ სარბიელზე

გააზიარეთ

მომავალი ორი კვირის განმავლობაში, რვა ქართველი მსაჯი ევროპაში გაემგზავრება და რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 20-წლამდელთა ექვსი ერის მატჩებზე იმუშავებს.

15 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში რუმინეთი ბელგიას უმასპინძლებს. თამაშს ოთხი ქართველი მსაჯი მოემსახურება. მოედნის მსაჯი საბა აბულაშვილი იქნება, ვისაც კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და შოთი ცაგარეიშვილი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სოსო ჯაფარიძე იქნება.

21 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია გერმანიას დაუხვდება. აქ საქართველო სამი მსაჯით იქნება წარმოდგენილი – მთავარი შოთა თევზაძეა, რომელსაც კიდეებიდან შოთი ცაგარეიშვილი და კახა გელოზია დაეხმარებიან.

ასევე 21 თებერვალს, 20-წლამდელთა ექვს ერზე საფრანგეთი იტალიას მასპინძლობს. მატჩს სრულად ქართველი მსაჯებით დაკომპლექტებული გუნდი მოემსახურება: მოედნის მსაჯი საბა მახარაძეა, რომელსაც კიდეებიდან საბა აბულაშვილი და მარიამ გოგუაძე დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სოსო ჯაფარიძეა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად რაგბი