
გიორგი გულიაშვილს ექვსი მატჩი დასჭირდა, რათა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში პირველი გოლები გაეტანა. ჩვენებურის რასინგმა უშუალო კონკურენტ კასტელონს სტუმრად 3:1 აჯობა და პირველ ადგილზე გამყარდა. რასინგის გამარჯვებაში გულიაშვილის წვლილი დიდია –დუბლი და საგოლე პასი.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გულიაშვილის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჰო შეიყვანა, პლუს ვრცელი სტატია მიუძღვნა და რასინგის წარმატებულ ტრანსფერად მიიჩნია.
„რას აკეთებს რასინგი ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოთამაშე გულიაშვილის დამატებით? ეს კითხვა რასინგის გულშემატკივრებს შორის გავრცელდა, როდესაც შეიტყვეს, რომ ჯერემი არევალოს შტუტგარტში წასვლისა და ვილიალიბრეს ტრავმის შემდეგ, სპორტულმა დირექტორმა ჩემა არაგონმა სარაევოდან გიორგი გულიაშვილი დაიმატა. დრომ აჩვენა, რომ სპორტული დირექტორი მართალი იყო. მართალი კიდევ ერთხელ…
კასტელონთან დუბლი (პლუს ერთი საგოლე გადაცემა), რომლითაც რასინგმა ლა ლიგა 2-ში ლიდერობა განიმტკიცა, გარემარბის პროგრესზე მეტყველებს. არადა, გოლების გატანა აქამდეც შეეძლო, მაგრამ კასტელიონის წინააღმდეგ ორი გოლის გატანა ცუდი არ არის, არა?
როგორ აღმოჩნდა გულიაშვილი რასინგში? პასუხი მარტივია – არაგონის დამსახურებით. ეს სპორტული დირექტორის მორიგი აკვიატება იყო: 2019 წელს არაგონმა შანსი მისცა საიმონ ბენიოს, მირანდესში, რომელსაც მაშინ ანდონი ირაოლა წვრთნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა (მან მხოლოდ ოთხი თამაში ითამაშა), ჩემა ყურადღებით აკვირდებოდა მას, როდესაც მომდევნო წელს დინამო თბილისთან გააფორმა კონტრაქტი.
საქართველოში ბენიო თამაშობდა იბერიას წინააღმდეგ, რომელშიც ასევე იყვნენ იური ტაბატაძე და გულიაშვილი. ჩემამ მოგვიანებით მისი თამაში სარაევოშიც ნახა. გასულ ზაფხულს კი, რასინგმა მისი შეძენა სცადა, მაგრამ ბოსნიური კლუბის მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო. თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისმა აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა, აცნობა მათ, რომ სარაევოს მიერ მოთხოვნილი ფასი შემცირდა და რასინგმაც არ დააყოვნა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის რეალური დონის მიუხედავად, სამწვრთნელო შტაბმა გულიაშვილის ტრანსფერს მხარი დაუჭირა, რადგან ქართველი განსხვავებული სტილის ფეხბურთელად მიიჩნია. რასინგის მესამე მწვრთნელმა, ენრიკ სორიანომ, კონსულტაცია გიორგი კონსულტაცია გაიარა, რომელთანაც ლევანტეში მუშაობდა. მიიღო დასტური, რომ ადამიანური ასპექტითაც მისი გაფორმება გამართლებული იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზით, კანტაბრიულმა კლუბმა მასთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა“.
შეგახსენებთ, რასინგმა 53 ქულა დააგროვა და კასტელონთან უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა, მომდევნო ტურში 8 მარტს, კორდობას უმასპინძლებს.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 19 წუთი agoჩაკვეტაძე: თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია
გააზიარეთგიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ოდნავ სტაბილური რომ იყოს, ახლა ჩემპიონშიპის ფლეი ოფის ზონაში იქნებოდა. თუმცა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 4 საათის agoმამუ და ბითაძე – მეზობლები ფლეი ოფის ზონაში
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა, ორივემ მოიგო და ორივეს კარგი თამაში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 16 საათის agoეროვნული ლიგის მეორე ტური უგოლოდ დასრულდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი უგოლოდ დასრულდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი