გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

როდრი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი როდრი დაასახელეს. შეგახსენებთ, როდრიმ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო.

მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანელი პაუ კუბარსი გახდა, ხოლო საუკეთესო მეკარის პრიზი ასევე ესპანელმა უნაი სიმონმა მიიღო.

ერთადერთი ჯილდო, რომელიც ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთს არ შეხვდა, ეს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზია, რომელიც საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, კილიან მბაპემ წაიღო – 10 გოლი და ოთხი საგოლე პასი.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინის ნაკრები 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 106 წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა, რომელიც ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები