გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

როლან გაროსის სენსაციების რიგი დგას

გააზიარეთ

როლან გაროსის დიდი სლემი სენსაციურად დაიწყო. ჯერ იყო და დმიტრი მედვედევი დამარცხდა ავსტრალიელ ადამ ვილტონთან, რომელიც საფრანგეთში 97-ე ნომრად იყო განთესილი, შემდეგ კი უფრო ხმაურიანი სენსაციის დრო დადგა – მსოფლიოს პირველი ნომერი, იტალიელი იანიკ სინერი მეორე ეტაპზე არგენტინელ ხუან მანუელ ჩერუნდოლოსთან ხუთსეტიან დაპირისპირებაში 6:3, 6:2, 5:7, 1:6, 1:6 დამარცხდა.

არადა, საწყისი ორი სეტის მოგების შემდეგ სინერი მესამეში 5:1 დაწინაურდა. თითქოს გამარჯვებაში ხელი არ უნდა შეშლოდა, მაგრამ ფიზიკურმა პრობლემებმა შეაწუხა, რაზეც პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.

გეტყვით რომ, სინერი ბოლოს თებერვალში დამარცხდა, რის შემდეგ ზედიზედ 30 გამარჯვება მოიპოვა.

ახლა ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაემშვიდობა. სერბი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკასთან დამარცხდა – 6:4; 6:4; 3:6; 5:7; 5:7.

მატჩი 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩი გამარჯვებასთან ახლოს იყო. 39 წლის ჩოგბურთელმა საყისი ორი სეტი მოიგო და თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ზედიზედ სამი დათმო…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი