გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

საბალენკას ზედიზედ მერვე ავსტრალიური ნახევარფინალი

გააზიარეთ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ორი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია.

პირველად კორტზე ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელი ივა იოვიჩი გავიდნენ. ბრძოლა არ შედგა – პირველმა ჩოგანმა იოვიჩი 6:3; 6:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობაზე ზედიზედ მერვედ გავიდა ნახევარფინალში

შემდეგ გულშემატკივრებმა კორტზე ამერიკელი კოკო გაუფი და უკრაინელი ელინა სვიტოლინა იხილეს. აქ მცირე ფავორიტად გაუფი კი მოიაზრებოდა, მაგრამ ამერიკელი პირწმინდად დამარცხდა 1:6; 2:6 და წაგებით გაბრაზებულმა ჩოგანიც კი გატეხა.

ხვალ ნახევარფინალში გასასველად კიდევ ორი წყვილი იბრძოლებს: იგა შვიატეკი ელენა რიბაკინას გაეჯიბრება, ხოლო ჯესიკა პეგულა – ამანდა ანისიმოვას.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი