გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

საბა აბესაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედალოსანია

გააზიარეთ

ტაშკენტში გამართულ სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების დელეგაცია ერთი მედლით დაბრუნდა.

საბა აბესაძემ ორძელზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბამ მსაჯებისგან 13.350 ქულა დაიმსახურა და მხოლოდ და 0.150 ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ უზბეკ ტემირხონოვს, ხოლო 0.350 ქულით გამარჯვებულს, ბულგარელ ალექსანდროვს.

მედლის შანსი კიდევ ოთხ ქართველ სპორტსმენს ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგან ფინალში მეშვიდე ადგილზე გავიდა: ლევან სხილაძე ტაიჭზე; ბიძინა სიჭინავა რგოლებზე; დორიენ ევა მოტტენი ორძელზე; ანი გობაძე ხტომებში.

ჩვენი კაცთა ნაკრების მწვრთნელები ლუკა მესხი და თამაზ გოგინაშვილი არიან, ხოლო ქალთა ნაკრების – თეიმურაზ ქოიავა და ტომას გიელენი.

მსოფლიო თასზე წარმოდგენილი იყვნენ ქართველი მსაჯებიც: ქეთი ბოლქვაძე, პაატა ნოზაძე და ილია გიორგაძე, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელი ბესარიონ გამსახურდია გახლდათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში