გამოგვიწერეთ

ძალოსნობა

საბა ასანიძე ევროპაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა

გააზიარეთ

ალბანეთის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ორ კატეგორიაში მიმდინარეობს – იუნიორებსა და 23 წლამდე ასაკის მქონეს სპორტსმენებს შორის.

დღეს ქართული დელეგაციის აქტივში მორიგი მედალია: 23-წლამდელთა ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა საბა ასანიძემ (94კგ), რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია.

საერთო ჯამში საბამ ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა. ატაცში 156 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მეხუთე შედეგი გამოდგა; აკვრაში კი, 197 კგ-ით მესამე ადგილზე გავიდა, რამაც ჯამში (353კგ) ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ჩვენებური მხოლოდ უკრაინელ მაკსიმ დომბროვსკისა (363კგ) და სომეხ მნაცაკან აბრაჰამიანს (361კგ) ჩამორჩა.

ამავე წონაში ჯამში 331 კილოგრამით თორნიკე ლომთაძე 13 მონაწილეს შორის მერვე ადგილზე გავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ძალოსნობა