გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საბა გოგლიჩიძე გიორგი ჩაკვეტაძესთან ჩავიდა

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბ უოტფორდის ვებ-გვერდის ცნობით, კლუბმა საქართველოს ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე იჯარით დაიმატა.

21 წლისა და 190სმ სიმაღლის ქართველი, გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში უდინეზედან 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

უოტფორდ პრემიერლიგაში გადასვლელად იბრძვის. თუმცა, ამის გაკეთება მარტივიც არ იქნება. გუნდს 43 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, ხოლო ფლეი ოფის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება. ერთია, ფლეი ოფში მოხვედრა საკმარისი არ იქნება და შემდეგ იქ მოგებებია საჭირო.

გოგლიჩიძემ კარიერა ტორპედოში დაიწყო; 2024 წლის იანვარში კი ემპოლიში გადავიდა, სადაც გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა; ზაფხულში უკვე უდინეზემ იყიდა. თავიდან საბა შემადგენლობაში ხვდებოდა, მაგრამ ბოლო 14 მატჩში სულ სამი წუთი ითამაშა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები