გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სამგურალმა კიდევ მოიგო, კოლხეთი კრიზისშია

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში სამი საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა სატურნირო მდგომარეობაზე ვერ იქონია.

პირველ მატჩში ფოთის კოლხეთი საკუთარ მოედანზე თელავს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი პენალტით ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა გაიტანა. ამ შედეგით კოლხეთი 19 ქულით კვლავ ბოლო, მეათე პოზიციაზე დარჩა, თელავმა კი 28 ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილზეა.

მეორე შეხვედრაში წყალტუბოს სამგურალმა თბილისის დინამო 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-15 წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა, რომელიც ტაიმის მიწურულს კვლავ გამოირჩა და დუბლი შეასრულა. დინამომ მეორე ტაიმის დასაწყისში ონორე გომისის გოლით შეამცირა სხვაობა, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლო. ამ გამარჯვებით სამგურალს 35 ქულა დაუგროვდა და მეექვსე ადგილზეა, ხოლო დინამო თბილისი 46 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება.

ტურის ყველაზე მოულოდნელი შედეგი ბათუმში დაფიქსირდა — გარეჯმა სტუმრად ბათუმის დინამო 4:1 დაამარცხა. ნიკოლოზ გალახვერიძემ 51-ე და 52-ე წუთებზე დუბლი მიითვალა, შეხვედრის მიწურულს კი დავით სხირტლაძემ და სერგი კუხიანიძემ (პენალტით) კიდევ ორი ბურთი დაამატეს. ბათუმელთა მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. გამარჯვების შემდეგ გარეჯი 30 ქულით მერვე ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის, ბათუმის დინამო კი 37 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი