გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სამი ქართველი ერთ მატჩში – ისტორიული დღე საფრანგეთში

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე მეცი 3:0 დაამარცხა და შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული იყო. მოედანზე ერთდროულად სამი ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ: გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. მსგავსი ფაქტი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში აქამდე არ მომხდარა.

ლიონმა მატჩი უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმის შუაში მალიკ ფოფანას ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში კორენტინ ტოლისომ სხვაობა გაზარდა, ხოლო მეორე ნახევარში საბოლოო შედეგი ადამ კარაბეცმა დააფიქსირა.

მეცის მთავარი მწვრთნელი სტეფან ლე მინიანი 62-ე წუთზე იძულებული გახდა ცვლილებები გაეკეთებინა და სწორედ მაშინ ერთად შეცვალა ორივე ქართველი შემტევი – წიტაიშვილი და აბუაშვილი. წიტაიშვილმა ერთხელ დაარტყა კარში და აქტიურად ებრძოდა მეტოქეს, ხოლო აბუაშვილმა ბურთთან 47 შეხება დააფიქსირა და 27-ვე პასი ზუსტად მიიტანა მისამართამდე, ერთ-ერთი განსაკუთრებით სახიფათო იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ის შეუცვლელად დარჩა მოედანზე და არაერთხელ სცადა გოლის გატანა, თუმცა ვერ მოახერხა – საუკეთესო შანსი მეორე ტაიმში ჰქონდა, მაგრამ მეცის მეკარემ კვლავ გამოიჩინა თავი.

ამ მოგებით ლიონი 6 ქულით ლიდერთა შორისაა და 31 აგვისტოს მარსელს მიიღებს. მეცს, რომელსაც ჯერ არცერთ შეხვედრაში არ გაუტანია და ქულაც არ მოუპოვებია, იმავე დღეს პარიზს ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები