გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრომ თამაშით წააგო, გოგამ უთამაშებლად

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივე დამარცხდა.

დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსით, რომელმაც რეგულარული სეზონის ერთ-ერთ ლიდერ დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და 95:113 წააგო.

ტორონტოელებს დაუბრუნდათ ძირითადი ცენტრი ჯეიკობ პილტლი და სანდრო მამუკელაშვილსაც დრო შეუმცირდა. ჩვენებური საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19:37 წუთი გაატარა. ჩვენებურს კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონდა: 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი. მამუმ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ექვსი სამქულიანიდან კი ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა, ორივე საჯარიმო კი – ზუსტი. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვაც ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ტორონტომ 10 ქულა წააგო.

ტორონტოს 32 მოგება, 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო თამაში კი, ჩიკაგოში, ბულსთან ელის.

წააგო გოგა ბითაძის ორლანდომაც. „ჯადოქრები“ ჩვენებურის ყოფილ გუნდთან, მილუოკისთან 108:116 დამარცხდა. ამასთან ისე, რომ ქართველ ცენტრს პარკეტზე წამიც არ მისცემია.

ორლანდო 28 მოგებითა და 25 მარცხით კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი საკრამენტოსთან აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი