გამოგვიწერეთ

სხვა...

სანდრო ბაზაძე: ოლიმპიური ოქროს მედალიც მინდა

გააზიარეთ

საქართველოს სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად სანდრო ბაზაძე დაასახელა.

32 წლის ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული თბილისში გამართულ ტურნირზე მოიგო.

აქვე ნომინაციაში გამარჯვებულის კომენტარი:

„ბედნიერი ვარ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებით, რადგან ამ წარმატების მიღმა, ძალიან დიდი შრომა დევს, რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მოპოვება ერთ-ერთი მიზანი იყო და ჩემს ტიტულებს ესეც შევმატე.

განვაგრძობ კარიერას, რომელსაც ერთადერთი ჯილდო აკლია – მინდა, ოლიმპიური ოქროს მედალი მქონდეს. იმედია, ამ მიზანსაც მივაღწევ.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებსა და სპორტის სამინისტროს, რადგან მრავალი წელია უკვე გვერდში მიდგანან და მეხმარებიან. გულშემატკივარს ვპირდები, რომ კიდევ ბევრი წარმატება იქნება, იმიტომ რომ წარმატების მთავარი ფორმულა შრომაა“, – თქვა ბაზაძემ.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...