გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილი: ლეიკერსთან თამაში რთულია

გააზიარეთ

19 იანვარს სანდრო მამუკელაშვილმა ლუკა დონჩიჩისა და ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსს 20 ქულა ჩაუგდო, მაგრამ მისი ტორონტო 93:110 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მამუკელაშვილმა გააკეთა:

„სტატისტიკიდანაც სჩანს, რომ სამქულიან სროლებში დიდი სხვაობა იყო. მეტოქის ზონურ დაცვასთან გამკლავება გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი ბრალიც იყო. ეპიზოდებში ზედმეტად გუნდურ თამაშზე ვიყავით გადართული და გაუთავებელ პასებს ვაკეთებდით. ერთ მომენტში მე და ჯამალ შიდმა ბურთი ერთმანეთს იმდენჯერ გადავეცით, შესატევად განკუთვნილი 24 წამი ამოგვეწურა.

ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ საკუთარ თავს ენდო და ბურთი კალათისკენ გაუშვა. ზონური დაცვის წინააღმდეგ მეტი აგრესიულობაა საჭირო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც შესატევი მომენტი გვქონდა. უბრალოდ, მეტი უნდა გვესროლა. ჩვენ კი, კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელს ვეძებდით…

არც ის დაგვავიწყდეს, ვის ვეთამაშებოდით. როდესაც შენს წინააღმდეგ დონჩიჩი და ჯეიმსი დგანან, რთულია დაცვაში ბევრი რამ გააკეთო. გესმით ალბათ, რასაც ვსაუბრობ. ისინი ძალიან სახიფათონი არიან და რთულია მათ წინააღმდეგ სუფთად ითამაშო, რადგანაც თითქმის ყველა შეხებაზე ჯარიმას უსტვენენ. განსაკუთრებით, ეს დონჩიჩზე ითქმის.

მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც თითქოს აშკარა ჯარიმა იყო, ხელში გვირტყამდნენ. თუმცა, მსაჯებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. თუკი ლუკასა და ლებრონი შეჩერებას ვახერხებდით, ისინი ბურთს უბრალოდ დეანდრე ეიტონს აწვდიდნენ და ისიც არ აცილებდა. მოკლედ, რთული თამაში იყო“.

მამუკელაშვილმა ლეიკერსთან 20 ქულის გარდა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ტორონტო 25 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი გოლდენ სტეიტთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი