გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილი: მიყვარს პირდაპირი ადამიანები

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ვაშინგტონთან შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ ჩვენებური მედიასთან სასაუბროდ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.

„სამწვრთნელო შტაბთან მუდმივად ვსაუბრობ, როგორ შეუძლიათ ჩემი გამოყენება განსხვავებულ პოზიციებზე და განსხვავებული სტილის მატჩებში. ბევრი რამ არის გასაკეთებელი და არ ვცდილობ სხვა სტილს მოვერგო, ვცდილობ, საკუთარი თავი ვაჩვენო პარკეტზე და ჩემი სტილის კალათბურთი ვითამაშო. ამაში თანაგუნდელებიც მეხმარებიან. არის მომენტები, როდესაც შეიძლება საკუთარი თავი დავკარგო. ამ დროს მეუბნებიან, რომ დავმშვიდდე და ჩემი თამაში ვაჩვენო, რასაც ძალიან ვაფასებ. ვფიქრობ, წინ უფრო მეტი მელის. უფრო გავიხსნები. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა.

ჯამალ შიდი პირდაპირი ადამიანია და ეს ძალიან მომწონს. არ მიყვარს ისეთი ხალხი, რომლებიც სათქმელს პირდაპირ არ გეუბნებიან. შიდი ყოველთვის მოდის და მეუბნება, რა უნდა გავაკეთო. ის ძალიან მეხმარება და მეც მომწონს ასეთი ხალხი, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ“, – თქვა მამუმ.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილმა ვაშინგტონთან მატჩში 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რაც ტორონტოში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში იყო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი