გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრო ძირითადში, გოგა განაცხადს მიღმა

გააზიარეთ

NBA-ში თამაში ერთდროულად ორივე ქართველის გუნდს მოუწია, მაგრამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიხილეთ.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა საკუთარ არენაზე ბრუკლინ ნეტსს უმასპინძლა და 119:110 აჯობა. ეს ტორონტოელთა ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა. სულ კი 12 მოგებითა და ექვსი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე რჩებიან.

მამუკელაშვილმ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პარკეტზე 26:33 წუთი დაჰყო. ჩვენებური გუნდს 12 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით შეეწია. მამუმ ხუთიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ორი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა და ოთხი პერსონალური ფოლია. მისი მოედანზე ყოფნის დროს ტორონტომ მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელია.

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს კლივლენდ კავალიერსთან გამართავს.

ორლანდო მეჯიქმა კი, სტუმრად, ბორტონ სელტიკსთან 128:138 დათმო. თუმცა, ბითაძეს არ უთამაშია. მიზეზი მცირედი დაზიანებაა – სხვა კონკრეტული არაფერი იწერება.

ორლანდომ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ წააგო. ახლა ჯადოქრებს 10 მოგება და რვა მარცხი აქვს და მეცხრე ადგილამდე დაქვეითდნენ. ორლანდო მომდევნო მატჩს უშუალო კონკურენტ ფილადელფიასთან სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი