გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლის კრებული: კაშია მიდის, ეგოიანი მოდის

გააზიარეთ

ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს; 5 ივნისს კი, მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიდერლანდული ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.

საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს. თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. მიზეზი ჯერ კიდევ დაუსრულებელი სეზონია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები