გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: არ ვიცი, ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, თუ – არა

გააზიარეთ

ივნისის სანაკრებო მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის შანსებზე ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

„რადგან საქართველოში ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია მართლაც საუკეთესოა. თუმცა, სიტუაციას უფრო სერიოზულად უნდა შევხედოთ. სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთში ხვიჩას ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ბოლომდე მხოლოდ დიდ მატჩებში იხარჯებოდა, უფრო პატარა გუნდებთან კი, ნაკლებს შრომობდა. თუმცა, მისგან ყველაზე მეტად რაც მომეწონა, კრიტიკაზე არაფერი უთქვამს, სიტყვიერი რეაქცია არ ჰქონია. გააგრძელა შრომა, მუშაობა და ახლა, ბოლო თვეებში კრიტიკოსებს მოედნიდან გასცა პასუხი. ეს იმის მანიშნებელია, როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია ხვიჩა. ის ყოველთვის მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მატჩების წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო, აუცილებლად სურდა ამ შეკრებაზე ყოფნა და ბაჰრეინთან თამაში. არ ვიცი, ამ მომენტში მსოფლიოში მართლა საუკეთესოა თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს შრომას, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს. მერწმუნეთ, ჩემზე მეტად ეს არავის გაუხარდება. ძალიან ხშირად, როდესაც ფეხბურთელს კარგად არ მისდის საქმე, თავს იმართლებს, მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები არ აკეთებენ ამას, ცდილობენ უშუალოდ მოედნიდან გასცენ კრიტიკას პასუხი და ხვიჩაც სწორედ ასეთია“.

შეგახსენებთ, კვარაცხელია 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს, რის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები