გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია

გააზიარეთ

ბრიუსელში, 2026-27 წლების ერთა ლიგის წილისყრისას გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა იაშვილმა წილისყრის შემდეგ ისაუბრეს.

ვილი სანიოლი:

„ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“.

ალექსანდრე იაშვილი:

„გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ და ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ ბევრად წარმატებულად შეგვიძლია თამაში. რთული ჯგუფია, მაგრამ გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც ბოლო წლებში გამოგვარჩევდა – გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები