გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საოკუპაციო ხაზთან კალათბურთის აკადემია გაიხსნა

გააზიარეთ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი დიცის საჯარო სკოლაში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა. ეს გახლავთ საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე საკალათბურთო სექცია. გახსნას საოკუპაციო ხაზის ტერიტორიაზე განლაგებული ევროკავშირის სამშვიდობო მისიის თანამშრომლებიც დაესწრნენ.

აკადემიის ინიციატორი ადგილობრივი აქტივისტი, არაერთი პროგრამისა და ღონისძიების ორგანიზატორი, გიორგი სამხარაძე გახლდათ, რომელმაც ისარგებლა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ წარმოებული „კალათბურთის განვითარების“ პროგრამის მხარდაჭერით და საოკუპაციო ხაზიდან 400 მეტრში საკალათბურთო წრე დააფუძნა.

მიღებული ინვენტარით პირველ ეტაპზე სკოლის სპორტის მასწავლებლები ისარგებლებენ და დაინტერესებულ ბავშვებს კალათბურთში მოამზადებენ. ფედერაცია კი, დიცის სკოლის მასწავლებელთა შესაბამისი მიმართულებით გადამზადებას, საკალათბურთო სემინარებისა და საჩვენებელი ვარჯიშების ჩატარებას გეგმავს.

სკოლაში უკვე დამონტაჟებულია ფარები, მოეწყო გასახდელები, ფორმები და ბურთები კი ბავშვებს დაურიგდათ.

ფედერაციის პროგრამით ყველა სკოლა, რომელიც საკალათბურთო აქტივობის მზადყოფნას გამოთქვამს, საჭირო ინვენტარს და ატრიბუტიკას მიიღებს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი