გამოგვიწერეთ

ძიუდო

სარდალაშვილმა ოქრო მხეიძეს გაატანა

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი აქვს. გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

სარდალაშვილი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა. თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ ფრანგმა ქართველი ძიუდოისტი იუკოზე დაიჭირა, რასაც მტკივნეული ილეთი მიყოლა და საფრანგეთში ოქრო საქართველოდან წაიღო.

ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში იუკოთი აჯობა; მეოთხედფინალში მისი მეტოქე იორე ვერსტრაეტენი იყო. ჩვენებურმა ბელგიელს ვაზარი და იუკო აართვა; ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…

დღესვე, ვაჟა მარგველაშვილი (66) ხორვატ დანი კლაკართან პირველივე წრეში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქალთა შორის, ჯულიეტა როდონაია (48) ჩირინ ბუკლისთან დამარცხდა, ნინო თათრიშვილს კი, ესტონელი დარია მიჰაილოვა არ გამოუცხდდა, უნგრელ როზა გიორტიაშთან კი დამარცხდა.

17 აპრილს ტატამიზე გავლენ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57), ნინო წიკლაური (63); ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი (ორივე 71).

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ძიუდო