გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს განცხადება

გააზიარეთ

ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან, გასულ წლებში არსებული დავალიანებების გამო FIFA-ში შეტანილი საჩივრების გათვალისწინებით, 2025 წლის 1 ივნისიდან, 2026 წლის 1 ივნისამდე, კლუბს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული.

2025 წლის დეკემბრიდან, დინამოს სააქციო საზოგადოება დბ 1923-ის მმართველობაში გადასვლისთანავე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-სა და საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არსებული ყველა დავალიანების შესწავლისა და დაფარვის პროცესი დაიწყო.

კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა FIFA-ს მხრიდან საფეხბურთო კლუბ ანკარაგუჯუს, ასევე ფეხბურთელების: კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მესასა და ალექს სანტოსის მიმართვის საფუძველზე აქვს დაწესებული. აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში FIFA-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს.

თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული.

ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-ს სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ბათუმის დინამოს მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავაც ძალაში დატოვა.

ბათუმის დინამო აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამის ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, რათა ახალი მენეჯმენტის პირობებში, კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ FIFA-ს მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდეს, რაც არსებული გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გვიტოვებს.

სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისათვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 27 ფეხბურთელით აქტიურად ემზადება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი