გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ დანია იოლად დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველი მეოთხედი ცოტა დაძაბული და ნერვიული გამოდგა და გუნდებს ქულების მოპოვება უჭირდათ – 12:12. მეორეში ორივე გუნდმა მოუმატა – განსაკუთრებით ჩვენებმა, 10-წუთეული 27:20 მოიგო და დიდი შესვენებაზე შვიდქულიანი ლიდერობით გავიდა. გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა 38:15 იმარჯვა და მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ვადაზე ადრე გადაწყვიტა.

მეოთხე პერიოდში ჯიკიჩმა შემადგენლობაში როტაციას მიმართა, ლიდერები დაასვენა, თავის გამოჩენის საშუალება სხვადასხვა კალათბურთელებს მისცა და 12:24 წავაგეთ, მაგრამ საქმე სანერვიულოდ არ გაგვხდომია.

როგორც ყოველთვის, გუნდს კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ულიდერა, ვინაც 24 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა; კარგი იყო ახალწვეული მარკიზ რიდი რომლის მონაგარი 18 ქულა, 5 პასი, 3-3 მოხსნა და ჩაჭრა იყო; უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი ახალწვეული ალექსანდრე მერკვილაძე, რომელმას სროლა არ გაუცუდებია და 12 ქულა ოთხი სამქულიანით მიითვალა; 10-ქულიან ზღვარს დუდა სანაძეც ასცდა – 13.

ჩვენს ჯგუფში დღესვე ესპანეთმა 86:66 მოუგო უკრაინას და ჯგუფს სამი მოგებით ლიდერობს; უკრაინელებს ორი მოგება აქვთ და მომდევნო ტურში ესპანეთს უკვე სტუმრად ეთამაშებიან; საქართველომ პირველი მატჩი მოიგო და 2 მარტს შინ დანიას დაუხვდება, რომელიც მოგების გარეშეა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი