გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ ევროპა ისტორიული შედეგით დახურა

გააზიარეთ

თბილისში დასრულდა 16 წლამდე ევრობასკეტი და საქართველოს ნაკრებ ამ ტურნირზე გაისადაც ითამაშებს. ნიკა ბურჯანაძის გუნდი უკვე ზედიზედ მეორედ ახერხებს დივიზიონში დარჩენას, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

დივიზიონში ადგილი ჩვენებმა ისრაელის ძლევით შეინარჩუნეს, ხოლო ბოლო დღეს რუმინელების (88:84) დამარცხებით მე-11 ადგილი დაიკავეს და ასაკობრივ ევრობასკეტებზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე (ესპანეთი,გერმანია,სერბეთი) წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მერვედფინალი ლატვიასთან დათმეს და 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. აქ კი, ზედიზედ ორი მოიგეს და…

რუმინეთს დასაწყისიდანვე ვჯობდით და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით გავედით. მესამე მეოთხედში რუმინელებმა სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდის შუაში სულაც წინ გავიდნენ. თუმცა, დასკვნითი ნაწილი ჩვენებმა უკეთ ჩაატარეს და მოიგეს კიდეც.

23 ქულით საუკეთესო ლუკა ფოჩხუა იყო; 15 ქულა ჰქონდა ბესო გიგაურს; 13-13 ქულა საბა პატაშურმა და აკმალხან აუბაკიროვმა მიითვალეს; 10- ქულიან ნიშნულს დავით ტრაპაიძეც (11) გადაცდა.

ევროპის ჩემპიონატი კი სერბების გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ფინალში ლიეტუვა დაამარცხა. მესამე ადგილზე სლოვენიელები გავიდნენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი