
ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა. ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა.
არადა, E ჯგუფში გასარკვევი იყო ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წილიყრისთვის უკეთეს განთესვას მისცემდა. ერთი სიტყვით, ნიდერლანდებთან მატჩს აუცილებლად მოსაგების სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მოვლენები ჩვენთვის საპირისპიროდ განვითარდა. საქართველო ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხდა და ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ შესარჩევში შედარებით დიდი გზის გავლა მოგვიწევს.
დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. ამ ხნის განმავლობაში ზურაბ ცინცაძემ ოთხი ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი პენალტი, რამაც საშუალება მოგვცა სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს. ტაიმი 15:18 დავთმეთ.
ცუდად დავიწყეთ მეორე ტაიმი. შეტევებში დიდ დროს ვხარჯავდით და არც კარში დარტყმები წაგვივიდა. უგოლო სერია შვიდ წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგვიგრძელდა, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. მეტოქემ უპირატესობა შვიდამდე გაზარდა. საქართველოს ნაკრებმა კი გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო და 26:31 დამარცხდა.
ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი – 11 გოლი გიორგი ცხოვრებაძეს ჰქონდა. სულ ცხოვრებაძემ ევროპის ჩემპიონატზე 29 გოლი გაიტანა
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სახელბურთო სამყარო საკუთარ პროგრესზე აალაპარაკა, მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა და ამასაც თავის მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი მოკლე სკამი, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდებოდა მეორე ტაიმში.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (6 სეივი), დავით ნიქაბაძე (1 სეივი), გიგი რუხაძე; გიორგი ლაპიაშვილი (4 ბურთი), ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი (2), გიორგი ცხოვრებაძე (11), ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე (2), დავით გრიშიკაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (1), გიორგი დიხამინჯია (6),
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველო ნიდერლანდებისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 10 საათის agoერთა თასს თბილისში და უმაყურებლოდ დავიწყებთ
გააზიარეთ2026-27 წლების ერთა ლიგის სეზონის წილისყრა რომ გაიმართა, უკვე იცით. ცნობილია კალენდარიც – ვის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 10 საათის agoბარსელონა ევროლიგაში პარიზთან დამარცხდა
გააზიარეთევროლიგაში მორიგი მატჩები გაიმართა და თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მარცხი იწვნია. კატალონიელები საკუთარ არერნაზე პარიზს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი