გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ ისრაელს ამხანაგურად აჯობა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მოსამზადებელი მატჩი გამართა და ისრაელის ნაკრებს 101:90 აჯობა.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა ძირითადი შემადგენლობა სრულად არ დატვირთა, დრო მეტ-ნაკლებად გადაანაწილა. უნდა ითქვას, რომ იყო მომენტები, როდესაც შემცვლელები კარგად ვერ ირჯებოდნენ, მაგრამ მომენტებში თამაშიც შემოატრიალებაც კი მოახერხეს.

ცუდი პირველი მეოთხედი გვქონდა – რვა ქულით (17:25) წავაგეთ, მაგრამ მეორე მეოთხედიდან საქმე გამოვასწორეთ და ტაიმის მოგება მოვახერხეთ – 43:41.

მესამე მეოთხედი კიდევ უკეთ დავიწყეთ – შვიდი ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ ისრაელმა ტემპს მოუმატა და ბოლო მეოთხედის წინ უკვე ქულით ვაგებდით – 68:69.

დასკვნითი მეოთხედი ჯიკიჩმა სასტარტო ხუთეულის წევრების გარეშე დაიწყო. სწორედ აქ იყოჩაღეს სათადარიგოებმა და საქართველო 83:78 დაწინაურდა. ისრაელი ისევ არ გატყდა და წინ გასვლაც მოახერხა. სერბმა სპეციალისტმა მოედანზე ძირითადი ბირთვი დააბრუნა და ყველაფერი დალაგდა.

უნდა ითქვას, რომ 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთი ქართველი კალათბურთელი ასცდა: გოგა ბითაძემ მატჩი 22 ქულით დაასრულა; სანდრო მამუკელაშვილმა 20 ქულა ჩააგდო; შენგელიამ – 17; ანდრონიკაშვილმა – 12, სანაძემ – 11.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი