გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ კვიპროსი ვარჯიშით დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეთხე მატჩი გამართა და მეორე მოიგო. ჩვენმა გუნდმა მასპინძელი კვიპროსი მარტივად დაამარცხა – 93:61

დასაწყისი გაგვიჭირდა. ძირითადად პერიმეტრიდან გვინდოდა უპირატესობის მოპოვება, მაგრამ არაფერი გამოვიდა – 13-დან სამი სამქულიანი ჩავაგდეთ, ხოლო სულ სამი ორქულიანი ვესროლეთ და ორი ჩავაგდეთ; ისევ ლაფსუსად გვრჩება საჯარიმოებიც. თუმცა, კვიპროსი იმდენად სუსტი გუნდია, რომ 15:13 მაინც მოვიგეთ.

მეორე მეოთხედის დასაწყისში კვიპროსელებმა პირველი სამქულიანი ჩააგდეს და წინაც გავიდნენ. თუმცა, შენგელიას ზუსტი სამქულიანების შემდეგ ლიდერობამ შვიდ ქულას მიაღწია. იქვე მამუკელაშვილს სამიანიც და მეტოქეს კიდევ უფრო გავექეცით. როგორც ჩანს, ალეკსანდრ ზუროსს სწორედ ასე ჰქონდა ტაქტიკა აგებული, რადგან ჩვენი გუნდი უმეტესად სამქულიანებს ისროდა, რაც მეორე ტაიმში გამოასწორა კიდეც და 10-დან შვიდი ჩავაგდეთ. აი, ორქულიანებს კი ჯიუტად არ ვესროდით და სამწამიანი ზონიდან მეტოქის ფარს მხოლოდ შვიდჯერ შევუტიეთ. ერთია, ზუსტად ნასროლმა სამქულიანებმა სოლიდური უპირატესობა დაგვიბევა – 42:26.

შენგელიას პირველ ტაიმში 18 ქულა (ოთხიდან ოთხი სამიანი) ჰქონდა; ბითაძეს 10 ქულა (ხუთიდან სამი სამიანი), 5 მოხსნა და 2 დაფარება; მამუკელაშვილი ქულებით (3) ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 5 პასი იყო.

შესვენების შემდეგ 10:0 გაქცევა მოვაწყეთ: შენგელიამ და ბითაძემ ზედიზედ თითო სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდეს და დიდმა უპირატესობამ ლაღი თამაშის საშუალება სხვებსაც მისცა. პლუს, ტაქტიკა შევცვალეთ და სამწამიანიც დავტვირთეთ და ასე ვარჯიშით მოვიგეთ.

მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა.

ანდრონიკაშვილი, მამუკელაშვილი (5ქ, 10მ, 6პ), ჯინჭარაძე (5ქ), ბურჯანაძე (5ქ), შერმადინი (6ქ), სანაძე (10ქ, 6პ), კორსანტია (2ქ), ფევაძე, შენგელია (27ქ), ბითაძე (21ქ, 13მ, 3დ), ბოლდუინი (8ქ, 6პ), ოჩხიკიძე (4ქ)

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი