გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველომ სლოვენია დაამარცხა და ფლეი ოფში გავიდა

გააზიარეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში აუცილებლად ითამაშებს.

ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ოთხივე მეოთხედი მოიგეს. რევაზ ჩომახიძის გუნდი ამჯერად მეცხრე ადგილზეა, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია სათამაშო მატჩები. თუმცა, ფლეი ოფში გასასვლელად ეს ვერაფერს შეცვლის.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას პენალტების სერიაში 17:15 აჯობა – ძირითადი დრო 12:12 დასრულდა, პენალტებში 5:3 მოიგო. შედეგად, საქართველოს ხუთი ქულა აქვს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 23-დან 16 ნაკრები მერვედფინალში ითამაშებს, ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება, ხოლო ფინალისტები მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მეტოქე მერვედფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი