გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს მეტოქეთა მწვრთნელებმა ჯგუფი შეაფასეს

გააზიარეთ

2026-27 წლების ერთა თასზე B დივიზიონის B ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან მხვდა.

წილისყრის შემდეგ კომენტარები ჩვენი მეტოეების მწვრთნელებმა გააკეთეს.

მარკო როსი, უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ჯგუფი ისეთი რთული არ არის, როგორც A ლიგაში, მაგრამ გვყავს სამი ძალიან რთული მეტოქე. ორ მათგანს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი – ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ამის გაკეთებას გაზაფხულზე შეეცდება. საერთაშორისო დონეზე ადვილი არცერთი მატჩი არ არის. პირველ რიგში, ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენმა გუნდმა განვითარება განაგრძოს. მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ძალიან ცოტა გუნდი იყო თავისუფალი, მაგრამ ივნისში ამხანაგური მატჩები კარგ მეტოქეებთან (ფინეთი და ყაზახეთი) გვექნება. ვფიქრობ, ეს ორი მატჩი იდეალური იქნება ჩვენთვის, რათა გავიგოთ, სად ვართ და თამაშის ახალი ელემენტები, ახალი მოთამაშეებიც კი გამოვცადოთ“.

სერჰიი რებროვი, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ, ისევ საქართველოს წინააღმდეგ ვთამაშობთ. ვფიქრობ, ჯგუფი თანაბარი და დაბალანსებულია. კარგად მომზადება დაგვჭირდება. ნამდვილად არ მინდოდა უნგრეთთან თამაში, ეს პრინციპული თამაში იქნება. დიახ, უნგრეთში მიმუშავია, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ დამხვდებიან, ჩემს გუნდზე ვფიქრობ“.

მაიკლ ონილი, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ეს კონკურენტუნარიანი ჯგუფია. ამ დონეზე ადვილი თამაშები არ არსებობს და სრულად პატივს ვცემთ მომავალ გამოწვევას. ბოლო წლებში უკრაინას ვხვდებოდით, მაგრამ 2016 წლის შემდეგ არ დაგვიმარცხებია. ძლიერი, ტექნიკურად გამართული გუნდია, რომელსაც დიდი ტურნირების გამოცდილება აქვს. მათთან ორივე თამაშში საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ.

საქართველო, შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია, მაგრამ სხვებზე ნაკლებად საშიშს არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს, ძლიერი იდენტობა და თავდაჯერება შეიძინეს. მეტოქეს საფუძვლიანად გავაანალიზებთ. ამ მატჩებს მთელი კონცენტრაციით და პატივისცემით ვუდგებით.

უნგრეთი ევრო 2016-ის მოგონებებს გვახსენებს. მას შემდეგ ისინი ზრდას აგრძელებენ. კარგად ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ხარისხით და ძლიერი საშინაო მხარდაჭერით, რაც ყოველთვის რთულს ხდის მათთან თამაშს. საერთო ჯამში, საინტერესო ჯგუფია. ვეცდებით, ყველა თამაშს ამბიციურად მივუდგეთ, რათა ჩვენს წინააღმდეგ თამაში რთული იყოს და ჩვენს გულშემატკივრებს ისეთი მატჩები შევთავაზოთ, რომლითაც ისინი იამაყებენ“.

ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის სეტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები