გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალისთვის დაირაზმა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 მარტს, 15:00 საათზე, ავჭალაზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გუნდში ერთი დებიუტანტია. ახალგაზრდა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი თამაშს მარქაფიდან იწყებს და მოედანზე გასვლის შემთხვევაში, პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

ორი კვირის წინ ესპანეთთან (42:30) გამარჯვების შემდეგ, 23-კაციან განაცხადში შვიდი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა. ოთარ მეტრეველმა და დავით ნინიაშვილმა ადგილები გაცვალეს და მეტრეველი თამაშს ფულბეკად, ნინიაშვილი კი ფრთაზე დაიწყებს. ცხრა ნომრის პოზიციაზე ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 103-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს, ხოლო ცენტრში გიორგი კვესელაძეს თორნიკე კახოიძე შეცვლის.

მგეზავად თამაშს კვლავ თედო აბჟანდაძე დაიწყებს. ცენტრში და ფრთაზე სასტარტოში არიან დემურ თაფლაძე და აკაკი ტაბუცაძე.

ორი ცვლილებაა შერკინების ხაზში: ბურჯის პოზიციაზე ბრუნდება გიორგი მელიქიძე, ხოლო მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი; ექვსი მორაგბე კვლავ დამწყებთა შორის არიან: ბურჯი გიორგი ახალაძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელები – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, გუნდის კაპტანი ბექა საღინაძე და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფაში დებიუტანტი შიოშვილის გარდა გამოჩნდნენ მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და ცხრა ნომერი მიხეილ ალანია; რუმინეთთან მარქაფაში ექვსი მორკინალი გვეყოლება: კვლავ შეცვლაზე არიან კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ბურჯები ლუკა გოგინავა და ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მგეზავი ლუკა მატკავა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პარალელურად, საქართველო და რუმინეთი ანთიმოზ ივერიელის თასს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: ოთარ მეტრეველი, აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, დავით ნინიაშვილი, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, გიორგი მელიქიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, ილია სპანდერაშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა გოგინავა, ბაჩუკი ჭუმბაძე, გიორგი ჯავახია, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ შიოშვილი; მიხეილ ალანია, ლუკა მატკავა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები