გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ნაკრები ქოჩორაშვილს ელოდება

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

გუშინ, შეკრების მეორე ვარჯიში ჩვენმა გუნდმა ისევ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. ამჯერად საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ხოლო საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ნაკრებს დღეს შეუერთდება.

ესპანეთთან და ბულგარეთთან მოახლოებული მატჩების შესახებ გიორგი კვერნაძემ ისაუბრა:

„პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენმა გულშემატკივრებმა სტადიონი ამაყად დატოვონ“.

შეგახსენებთ, წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ხოლო 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ჯახით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დახურავს.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები