გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

საქართველოს ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი ერგო

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გუნდურ ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჩვენი გუნდი ბოლომდე მედლისთვის ბრძოლაში იყო. ყველაფერი ბოლო დისციპლინამ გადაწყვიტა. ნიკა ეგაძეს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი საქართველოსთვის იდტორიული მედალი მოეტანა, მაგრამ…

მანამდე შესანიშნავად იასპარეზეს მეტელკინა/ბერულავას წყვილმა და ანასტასია გუბანოვამ. თუ სპორტულ ცეკვებში ევროპის ჩემპიონებისგან მსგავს გამოსვლას ველოდით, გუბანოვამ მოლოდინს გადააჭარბა და გუნდს ცხრა ქულა მოუტანა.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა შანსი ბრინჯაოსთვის გვებრძოლა. საამისოდ, ეგაძეს ორი ადგილით უნდა ეჯობნა იტალიელი რიცოსთვის. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მეხუთე შედეგი აჩვენა და საქართველოს ნაკრები ჯამში 56 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1.აშშ (69); 2.იაპონია (68); 3.იტალია (60).

9 თებერვალს ინდივიდუალურ დისციპლინები იწყება. პირველები ყინულზე სპორტული ცეკვები იქნება და საქართველოს ღირსებას დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დაიცავენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები