გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო რუმინეთს ავჭალაზე დაუხვდება

გააზიარეთ

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ 8 მარტს თბილისში, ავჭალაზე ითამაშებენ და 15:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებულს, ფინალის საგზურთან ერთად, „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ ერგება.

საქართველომ ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. რუმინეთმა კი, ცუდად დაიწყო: ჯერ გერმანიასთან სტუმრად 24:30 დამარცხდა და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა; მეორე ტურში, რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 23:6 იმარჯვეს, მაგრამ ბონუსი ვერ აიღეს. დასკვნით ტურში კი, „მუხები“ პორტუგალიაში 7:44 შერცხვნენ. თუმცა, ჯამში ხუთი ქულა დააგროვეს და ბელგიასთან ურთერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ამრიგად, შარშანდელის მსგავსად, თასის ნახევარფინალში რუმინელებს თბილისში დავუხვდებით. შეგახსენებთ, გასულ წელს „ბორჯღალოსნებმა“ ნახევარფინალში 43:5 მოიგეს, მერე ფინალში ესპანეთიც დააყოლეს და ჩემპონის ტიტული მეჩვიდმეტედ შემართეს.

მეორე ნახევარფნალში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს და არის შანსი ჩვენმა გუნდმა ტიტულისკენ იმავე გზა გაიაროს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 15 მარტს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები