გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ავსტრალიას მეოთხედ შეერკინება

გააზიარეთ

2029 წელს ბორჯღალოსნები ავსტრალიაში ჩავლენ და ვოლაბებთან ტესტ-მატჩს გამართავენ. ცნობილია, რომ შეხვედრა თაუნსვილში გაიმართება, ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით დაზუსტდება.

აღსანიშნავია, რომ თაუნსვილი საქართველოს ნაკრების მასპინძელი ქალაქია 2027 წლის მსოფლიო თასზე, სადაც ბორჯღალოსნები რუმინეთს 3 ოქტომბერს შეერკინებიან.

საქართველოს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ აქამდე სამჯერ უთამაშია. პირველი ორი შეხვედრა მსოფლიო თასის ფარგლებში შედგა: 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე, მეტოქეს 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მაგრამ დასკვნით წუთებში ორი ლელო გავუშვით და ავსტრალიამ 27:8 იმარჯვა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში ვოლაბები ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით 21:3 დაწინაურდნენ; შესვენების შემდეგ საქართველომ ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა და 15:35 დამარცხდა; ბორჯღალოსნები 2024 წლის 20 ივლისს ვოლაბებს პირველად შეხვდნენ მსოფლიო თასს მიღმა. სიდნეიში გამართულ მატჩში ავსტრალიას ოთხი ლელო გავუტანეთ და ბოლომდე თამაშში დავრჩით, მაგრამ გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ – 40:29.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები