გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

საქართველო გუნდურ შეჯიბრში მეოთხემდე დაქვეითდა

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრში საქართველომ სამი დისციპლინის შემდეგ მეოთხე ადგილზე ჩაინაცვლა.

ქალთა შორის მოკლე პროგრამაში საქართველო ანასტასია გუბანოვამ 67.79 ქულა დაიმსახურა და მეხუთე ადგილით საქართველოს ექვსი გუნდური ქულა მოუტანა.

შეგახსენებთ, რითმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ხუთი ქულა შესძინეს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – ცხრა ქულა.

საერთო გუნდურ ჩათვალაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საუკეთესო ექვსეულია ასეთია: აშშ (25 ქულა), იაპონია (23), იტალია (22), საქართველო (20), კანადა (19), საფრანგეთი (17). ფინალში საუკეთესო ხუთი გუნდი გადის.

7 თებერვალს მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომლის გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები