გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ ვარჯიში არასრული შემადგენლობით დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

10 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 11 ნოემბერს შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების გაფართებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

შეგახსენებთ, წლის ბოლო საშინაო მატჩს, ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს; 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები