გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველო იაპონიაში 13 ძიუდოისტით დარეგისტრირდა

გააზიარეთ

6-7 დეკემბერს, იაპონიაში, ძიუდოისტთა ტოკიოს გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთ-ერთ პრესტიჟულად ითვლება. ტოკიოს საქართველოს ნაკრები საინტერესო შემდგენლობით ეწვევა.

ამ დროისთვის წინასწარ განაცხადში 13 სპორტსმენია. თუმცა, დიდი შანსია, ეს სია შეიცვალოს. სადღეისოდ რაც ვიცით, ის არის, რომ იაპონიაში არ გვეყოლება ძიუდოისტები მამაკცთა შორის 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში, მაგრამ სია სერიოზულია.

მამაკაცთა შორის ტოკიოს გრანდ სლემზე დარეგისტირებულნი არიან ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73), ზაურ დვალაშვილი (81), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90), ილია სულამანიძე, ნიკა ხუზაურაშვილი (ორივე 100), გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100).

ქალთა შორის იაპონურ ტატამზე გასვლას ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57), მარიამ ჭანტურია (70) და სოფიო სომხიშვილი (+78) აპირებენ.

გეტყვით რომ, გასულ წელს იაპონიაში საქართველოს მხოლოდ მაისურაძე წარმოადგენდა, რომელმაც ფინალში მსოფლიო ჩემპიონ სანშირო მურაოსთან წააგო.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ძიუდო