გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველო ისრაელთან მეორე მატჩის იმედად დარჩა

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი მატჩი ისრაელთან 29:32 წააგო.

მეტოქე თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მე-15 წუთზე წინ გასვლა მოვახერხეთ და ტაიმის ბოლომდე ანგარიშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ტაიმი 16:15 მოვიგეთ და ამ დროს წასაგები არაფერი გვეტყობოდა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე მეტოქემ 5:0 გაქცევა მოაწყო და თამაშის ბოლომდე ეს უპირატესობა შეინარჩუნა. ეგ კი არა, ბოლო ხუთ წამში გადავრჩით, რომ ხუთი ბურთით არ წავაგეთ: ჯერ იყო ისრაელის ნაკრებმა ძელს გაატყა ბურთი, შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ ბოლო წამზე შეაგდო და შანსი დაგვიტოვა.

ახლა 21 მარტს უნდა ვიყოჩაღოთ და ეს დანაკლისი ავინაზღაურო…

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ხელბურთი