გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველო ლინცში ლიდერებით ბრუნდება

გააზიარეთ

6-8 მარტს ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოისტთა გრან პრი გაიმართება. ტურნირზე ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების 11 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. უნდა ითქვას, რომ გუნდი რამდენიმე ლიდერს კი მოისაკლისებს, მაგრამ ავსტრიაში მაინც საბრძოლო შემადგენლობით ჩავა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდებიან ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი. ამ ძიუდოისტებმა პრესტიჟული პარიზის გრანდ სლემი გამოტოვეს, სადაც ჩვენმა გუნდმა მედლის მოპოვებაც ვერ შეძლო.

ავსტრიის გრან პრიზე 10 კაცი და ერთი ქალი ჩავა, ნაკრების შემადგენლობა კი ასე ასეთია:

კაცებში იასპარეზებენ თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66კგ), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73), ზაურ დვალაშვილი (81), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 90), ილია სულამანიძე (100), ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100); ქალთა შორის ტატამიზე სოფიო სომხიშვილი (+ 78) გავა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ძიუდო