გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველო მსოფლიო თასზე იტალიასთან დამარცხდა

გააზიარეთ

ავსტრალიაში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო თასი საქართველომ იტალიასთან მარცხით დაიწყო. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში აპენინელებთან 12:18 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი ორი ბურთით დავთმეთ, მეორეში კი ფრე დაფიქსირდა და ჩვენები 5:7 ჩამორჩნენ. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა სამი ბურთით მოიგეს. ნათელი გახდა, რომ უდავო ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან სოლიდური სხვაობის ჩამორჩენა გაგვიჭირდებოდა. ბოლო მეოთხედიც ერთი ბურთით წავაგეთ და ანგარიშსაც საბოლოო სახე მიეცა.

ჩვენები მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ, მაგრამ 5-8 ადგილებისთვის კი ითამაშებენ. მეტოქედ მონტენეგრო ეყოლებათ, რომელმაც საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში 13:14 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ჩვენებმა მსოფლიო თასის საგზური მეორე დივიზიონიდან სწორედ მონტენეგროელებთან ერთად მოიპოვეს და მაშინ ფინალში 17:19 წავაგეთ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად წყალბურთი